ლარი რამდენიმე პუნქტით გამყარდა.

2017-02-10 22:22:53

სავალუტო ჯიხურებში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გამყარდა. 1 დოლარის შეძენა 2.625 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2.607 ლარად მოგიწევთ. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარის ოფიციალურ კურსი დოლართან მიმართებაში 2.622 ნიშნულზეა. მიმდინარე კვირას ექსპერტები ლარის კიდევ რამდენიმე პუნქტით გამყარებას ვარაუდობენ.