"ძაღლების ჩხუბის გამო ადამიანები დაისჯებიან" (+18 ვიდეო).

2017-01-16 18:21:02

კავკასიური ნაგაზის ჯიშის ძაღლების ჩხუბის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა. ვიდეოში ჩანს მესტიაში ადგილობრივი სვანები, როგორ აპირისპირებენ ძაღლებს ერთმანეთს. მომხდართან დაკავშირებით, შსს.მ საქმე უკვე აღძრა. გამოძიება სსკ-ის 259 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულიხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.