მართვის მოწმობის შეცვლის ვადა იწურება

2018-03-20 13:37:35

მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილამდე გაქვთ აღებული, დოკუმენტი იურიდიულ ძალას 2018 წლის 1-ელ აპრილს დაკარგავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, თუ მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე აიღეთ, მას მოქმედების იურიდიული ძალა 2028 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდება, შემდეგ კი განახლება მოგიწევთ.

2014 წლიდან დაბეჭდილ მართვის მოწმობებში კი მოქმედების კონკრეტული ვადა იწერება, რომლის ამოწურვის შემდეგ დოკუმენტი უნდა განაახლოთ.

 მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში. მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

• მართვის მოწმობა

• პირადობის მოწმობა

• ჯანმრთელობის ცნობა

• საფასურის (15 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი

 ვადა გასული მართვის მოწმობის მქონე პირს არც თეორიული და არც პრაქტიკული გამოცდის ხელახლა ჩაბარება არ მოუწევს.