გერმანიაში საქართველოს მოქალაქე და მისი ცოლი დააკავეს

2018-01-18 11:45:14

გერმანული მედიის ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე და მისი ეროვნებით რუსი მეუღლე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, 39 წლის ქართველ მამაკაცსა და მის 46 წლის ცოლს თავდაპირველად მოკლული 59 წლის გერმანელის სახლის დაყაჩაღება ჰქონდათ განზრახული, მომხდარი თავდასხმისას კი სახლის მეპატრონე გერმანიის მოქალაქე გარდაიცვალა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ბრალდებულებს  20-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე