გარდაბანში გმირთა მემორიალი აშენდება

2017-08-17 12:34:59

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, იმ ქართველი ჯარიკაცების პატივსაცემად, რომლებიც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ, მემორიალი აშენდება. მემორიალი კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოეწყობა. პროექტის მიხედვით აშენდება კედელი რომელზეც საქართველოს რუკა იქნება გამოსახული, მემორიალის წინ დაიგება გრანიტის ფილები, მოეწყობა გაზონი, დამონტაჟდება დეკორატიული სანათები და ბორდიურები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 140 000 ლარს შეადგენს.