სელფის გადაღების დროს მდინარეში ჩავარდა (ფოტო)

2017-07-22 15:52:40

20 ივლისს, თრუსოს ხეობაში 18 წლის ისრაელის მოქალაქე სელფის გადაღების დროს მდინარე თერგში ჩავარდა და დაიღუპა. როგორც ცნობილია ტურისტი ხეობაში გაზის მილზე იდგა, რა დროსაც წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და მდინარეში ჩავარდა. მაშველებმა გარდაცვლილის ცხედარი შემხვევის ადგილიდან 3 კილომეტრის მოშორებით, რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ 21 ივლისს დილის 8 საათზე იპოვეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, მცხეთა-მთიანეთის სამაშველო ჯგუფები მონაწილეობდნენ.  ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.