ქვემო ქართლის გუბერნატორი წალკასა და თეთრიწყაროში იმყოფებოდა

2017-05-29 18:42:06

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა. მხარის პირველი პირი მოადგილესთან, ალექსანდრე მეტრეველთან ერთად უშუალოდ შეხვდა გამგეობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და მათგან მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.მხარეებმა შესრულებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლოდ განსახორციელებელი გეგმები ერთობლივად დასახეს.გრიგოლ ნემსაძემ, ასევე, წალკაში მდებარე დაშბაშის კანიონი დაათვალიერა და ყურადღება გაამახვილა რეგიონში ტურისტული პოტენციალის გაძლიერების მნიშვნელობაზე.ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე აღნიშნული ფორმატის შეხვედრებს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამართავს.