ავარიის ამსახველი ვიდეო სადაც ჩანს თუ როგორ დაეჯახა მანქანა დედა-შვილს (ვიდეო).

2017-03-23 19:49:36

22 მარტს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარი ავარიის ამსახველი ვიდეო, პორტალმა PALITRAVIDEO-მ გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, 56 წლის ქალს და მის 11 წლის შვილს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დედა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის, ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 1 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.