ქუჩაში ნაგვის დაყრა ჯარიმდება. სიახლე თავდაპირველად დედაქალაქში განხორციელდება. ქვეითი ინსპექტორები თბილისში 3 აპრილიდან გამოჩნდებიან. ინსპექტორები პირველი ორი კვირის განმავლობაში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, სიახლის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და ნაგვის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებენ. ორი კვირის შემდე კი მოქალაქეები ქალაქის დანაგვიანებისთვის დაჯარიმდებიან.