1 000 000 ლარი 46 ადამიანზე - საკრებულოს თანამშრომლების სახელფასო ბიუჯეტი.

2017-02-18 21:20:10

საინფორმაციო პორტალმა "ინფო რუსთავი" რუსთავის თვითმმართველობას წერილით მიმართა და 2016 წელს თანამშრომლების სამსახურეობრივი სარგოს სახით აღებული ხელფასის შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. 2 დღის წინ გარკვეული ინფორმაცია თუ როგორ გადანაწილდა ხელფასები რანგირების მიხედვით მერიაში უკვე გავავრცელეთ. ამჯერად კი საკრებულოს თანამშრომლების შრომით ანაზრაურებას გაგაცნობთ, პირველის მსგავსად ამ შემთხვევაშიც ხელფასებს რანგირების მიხედვით დავწერთ.

2016 წელს საკრებულოს თანამშრომლების (სულ 46 ადამიანის) სახელფასო ანაზღაურებამ 938 732 ლარი შეადგინა. საკრებულოს თავმჯდომარის, მისი 2 მოადგილის, 1 მრჩევლის და აპარატის უფროსის (სულ 5 ადამიანი) ანაზღაურება ქალაქის ბიუჯეტს 228 282 ლარი დაუჯდა. 6 კომისიის  და 4 ფრაქციის თავმჯდომარის ჯამური ანაზღაურება კი 353 916 ლარი იყო.

6 განყოფილების უფროსის, 10 დამხმარე მოსამსახურის, 6 მთავარი სპეციალისტის, 2 უფროსი სპეციალისტის და 7 წამყვანი სპეციალისტის ანაზღაურებამ (სულ 31 ადამიანი) გასულ წელს ჯამში 356 534 ლარი შეადგინა.

უახლოეს დღეებში გავასაჯაროვებთ სკონკრეტული პირების ხელფასებს, რომლებიც თვითმმართველობაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.