რუსთავში 56 ეზო კეთილმოეწყობა.

2017-01-17 16:59:34

რუსთავის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ალეკო ნავროზაშვილი და საკრებულოს დეპუტატი მე-19 მიკრორაიონის  მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა მოქალაქეებთან  „100 ეზოს“ პროექტი განიხილეს და ეზოებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. პროექტის ფარგლებში 56 ეზო რუსთავის სხვადასხვა მისამართზე კეთილმოეწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 700 000 ლარამდეა გამოყოფილი. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულამდე იგეგმება.