განცხადებები მარნეულში მომხდარ ფაქტზე
2018-06-13 13:30:19
სიაში

მარნეულში მომხდარ ფაქტსა და სკანდალურ ვიდეოზე ინფორმაცია არ აქვს ქვემო ქართლის გუბერნატორს.


"ინფორმაცია არ მაქვს ამასთან დაკავშირებით. დაველოდოთ შესაბამისი უწყებები რომ გააკეთებენ განცხადებას, ვიდეოც არ მინახავს"
-განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ ინფო რუსთავთან

მცირე კომენტარი გააკეთა გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში სავალან მირზოევმა, რომელიც თემურ აბაზოვის მეგობარია

"თემურ აბაზოვი ჩემი მეგობარია, მოგეხსენებათ რომ დაწყებულია გამოძიება უახლოეს პერიოდში გაკეთდება განცხადება და დაველოდოთ
"-აცხადებს ინფო რუსთავთან სავალან მირზოევი

მოქალაქის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე სამართლებრივი დევნა მარნეულის მერთან, თემურ აბაზოვთან ერთად, კიდევ 3 ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო.

ვრცელდება ინფორმაცია,რომ  ეს 3 პირი დაკავებული არ არის. მათგან ერთ-ერთი მარნეულის საკრებულოს წევრია. დანაშაულის დეტალებსა და ამ პირთა შემხებლობაზე ვრცელი განცხადება 14:00 საათზე დაგეგმილ საგანგებო ბრიფინგზე იგეგმება.

მთავარმა პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დღეს დილით დააკავა.