ჯიხურებისა და ავტოფარეხების დემონტაჟი

2018-05-23 11:23:19

რუსთავში უნებართვოდ განთავსებული ჯიხურებისა და უსახური ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა. რუსთავის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშნული კონსტრუქციები ფიროსმანის 16-ში, თოდრიას 7 მ/ტ,მე 8 მკრ - კორპ 5ა-ში, ლეონიძის 12-ში, ფიროსმანის 21-ში,მესხიშვილის 3-ში, გარეჯის ქუჩაზე, ბოსტანქალაქის და კოსტავას კვეთაზე, მე-16 მკრ-სა და ახმეტელის 4-ში აიღეს.

შეგახსენებთ, ქალაქში რაიმე სახის მსუბუქი კონსტრუქციის განთავსება მხოლოდ არქიტექტურის სამსახურის ნებართვის საფუძველზეა შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ყველა კონსტრუქცია თუ შენობა-ნაგებობა  თვითნებობად ჩაითვლება და ზედამხედველობის სამსახური  შესაბამის ზომებს მიიღებს.