"უკვე ძაან თავხედურად იქცევით" [video]

2018-05-22 21:39:46

საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, ოპოზიციამ, კონკრეტულად კი ნაციონალურმა მოძრაობამ საკრებულოს თავმჯდომარისგან, ლევან ონიანისგან დამატებით მოითხოვა განმარტება თუ რა მოხდა ბორტზე და რატომ დაატოვებინეს მას და კიდევ ორ დელეგატს თვითმფრინავი. საკრებულოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაიმეორა ის ინფორმაცია რაც მან თავდაპირველად გააჟღერა, თუმცა საკრებულოს წევრმა ნანა შატბერაშვილი მას დამატებით კიდევ რამდენიმე კითხვა დაუსვა. ამის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა ჭყონდიდელის მოსახლეობის ნაწილის სხდომათა დარბაზში შემოყვანას ითხოვდა, რაზეც ლევან ონიანი დათანხმდა ოღონდ შესვენების შემდეგ. საბოლოოდ კი საუბარი კამათში და ხმაურში გადაიზარდა. ნახეთ ვიდეო.