ძველი ინფორმაცია საიტზე

2018-05-22 18:54:45

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" რუსთავის ბაგა - ბაღების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, სადაც საუბარია რომ ინფო რუსთავმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა ვაკანტურ ადგილებთან დაკავშირებით.

განვმარტავთ, რომ ჩვენმა ჟურნალისტმა იხელმძღვანელა გაერთიანების ოფიციალური ვებ-გვერდით, სადაც განთავსებული იყო ინფორმაცია ვაკანტური ადგილების შესახებ.

მოგვიანებით გაირკვა, რომ რუსთავის ბაღების გაერთიანების საიტზე rustavikids.ge ძველი ინფორმაცია იყო განთავსებული ვაკანტური ადგილების შესახებ, რომელიც ერთი წლის მანძილზე არ განახლებულა. აღნიშნულის შესახებ ბაღების გაერთიანებამ, ინფო რუსთავზე გამოქვეყნებული მასალის შემდეგ შეიტყო, რის შემდეგაც სამსახურის წარმომადგენლებმა ძველი ინფორმაცია საიტიდან აიღეს, თუმცა ინფო რუსთავის არქივში  აღნიშნული მასალა ფოტოს სახით ამ დრომდე ინახება. შესაბამისად მედიისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამო პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება რუსთავის ბაგა- ბაღების გაერთიანებას.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ინფო რუსთავი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაკანტურ ადგილებთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად ავრცელებს.