მერიამ 18 პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა.

2017-01-09 21:15:32
რუსთავის თვითმმართველობამ 18 პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ასაკი 18 წლიდან იწყება, განაცხადის მიღების ბოლო ვადა 14 იანვარია. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ - გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით;

ვაკანსიები

* ადმინისტრაციის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტი

* ქონების მართვის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ქონების მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი

* სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სამობილიზაციო განყოფილების სპეციალისტი

* ადმინისტრაციის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი

* სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის გაწვევის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი

* ადმინისტრაციის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი

* სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის გაწვევის განყოფილების უფროსი სპეციალისტი

* ადმინისტრაციის საქმისწარმოების (კანცელარია) განყოფილების უფროსი სპეციალისტი

* სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის გაწვევის განყოფილების სპეციალისტი

* ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების წამყვანი სპეციალისტი

* ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტი

* ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტი

* ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის ტრანსპორტის კონტროლის განყოფილების უფროსი სპეციალისტი

* საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი

* საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტი

* ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი

* ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი

* ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი