ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა (VIDEO)

2018-01-18 20:42:30

ხანძარი კონსტიტუციის ქუჩაზე დაახლოებით 19 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით ცეცხლი იმ საწოლს გაუჩნდა რომელშიც სავარაუდოდ 49 წლის ქალს ეძინა. გარდაცვლილი ჯერ საავადმყოფოში, შემდეგ კი პროზექტურაში გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა თანამშრომლებთან ერთად მივიდა. შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ხანძარს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია". ნახეთ ვიდეო.