co-თი მოწამვლის ფაქტი [video]

2018-01-10 18:33:00

CO-თი მოწამვლის ფაქტი 21-ე მიკრო-რაიონში. ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია ექვსმა ადამიანმა მიიღო, მათგან ორი მცირეწლოვანია. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 2 ეკიპაჟი. პაციენტები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაანაწილეს. ორი მათგანი კლინიკა „რუსთავში“, ხოლო მცირეწლოვნები ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათთან რჩებიან უფროსები. ექიმის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნახეთ ვიდეო