ავარია ფიროსმანის ქუჩაზე (video)

2017-12-14 00:18:06

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა. გზაჯვარედინზე "ბე ემ ვე"-ს და "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილები ერთმანეთს დაეჯახნენ. შეჯახების შედეგად "ბე ემ ვე"-ს მარკის ავტომობილი ჯერ საგზაო ნიშანს დაეჯახა შემდეგ კი ხეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათი გადაყვანა ცენტრალურ საავადმყოფოში მოხერხდა. საავადმყოფოს ექიმის თქმით პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ნახეთ ვიდეო.