ტოლერანტობის საერთაშორისო დღე (ფოტოები)

2017-11-19 14:46:47

ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გუბერნიის ინიციატივითა და მხარდაჭერით რუსთავის თეატრში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, თეატრის ფოიეში გამოფენა მოეწყო. მოგვიანებით კი კონცერტი ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების მონაწილეობით ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები შესრულდა. ღონისძიებას გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე და შერიგების სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.