ხანძარი შარტავას გამზირზე (ვიდეო)

2017-11-19 13:20:21

ხანძარი შარტავას გამზირის 4 ნომერში. ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში,სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციის და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. მაშველებმა დროულად მოახერხეს მოსახლეობის საცხოვრებელი კორპუსიდან გაყვანა, შესაბამისად, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მცირე ინტოქსიკაცია მიიღეს ბავშვებმა, რომლებსაც სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. ნახეთ ვიდეო