ქალაქის მერი რამდენიმე მისამართზე იმყოფებოდა

2017-11-19 12:22:38

ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა მე-12, მე-17, მე-19 მიკრორაინებისა და ლეონიძის ქუჩის მაცხოვრებლების პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ქალაქის მერმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, საბავშვო და სპორტული მოედნები, ასევე საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოები დაათვალიერა და ადგილობროვების პრობლემები მოისმინა. მათ შორისაა წყალგაყვანილობის სისტემის დაზიანება, საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ეზოების დაბინძურება, საბავშვო და სპორტული მოედნების მოუწესრიგებლობა. ზოგიერთი პრობლემის აღმოფხვრა ადგილზევე მოხდა. ნაწილი კი მოსახლეობის უყურადღებობითაა გამოწვეული და შესწავლას საჭიროებს, რის შემდეგაც მოხდება რეაგირება და პრობლემის მოგვარება.