უელსი vs საქართველო

2017-11-18 21:31:39

კარდიფში მიმდინარე უელსისა და საქართველო რაგბის ნაკრებების შეხვედრას, რუსთაველები ცენტრალურ მოედანზე, დიდ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს. მერიის წინ იყვნენ რუსთაველი მორაგბეებიც. გულშემატკივრებთან ერთად ეროვნულ ნაკრებს რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა შვილებთან ერთად ქომაგობდა.

საქრთველოს ნაკრებმა უელსს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, შეხვედრის პირველი ნახევარი ანგარიშით 10:3 დასრულდა, გაცილებით დაძაბული აღმოჩნდა მეორე ტაიმი. საბოლოოდ ტაბლოზე ანგარიში უელსის სასარგებლოდ 13:6 დასრულდა.