ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა

2017-11-18 16:31:15

რუსთავში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ღონისძიება თავისუფალ მოაზროვნეთა კლუბის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 10-მდე რუსთაველმა ხელოვანმა მიიღო.

გამოფენა-გაყიდვაზე რუსთაველი ახალგაზრდების, მათ შორის შშმ პირების მიერ შექმნილი ნივთები და ნახატები იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, პროექტ "ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის" მონაწილეები სხვადასხვა ნივთს ადგილზე ამზადებდნენ, ამ პროცესში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

თავისუფალ მოაზროვნეთა კლუბი საქველმოქმედო ღონისძიების გამართვას ახლო მომავალში გეგმავს. ნახეთ ვიდეო.