ავარია მსხვერპლით დასრულდა (ვიდეო)

2017-10-04 11:44:34

ავტოსაგზაო შემთხვევა მეგობრობის გამზირზე გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით "ჰონდა"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რუსთაველის მოედანზე არსებულ ბეტონის ჯებირს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. 30 წლის მამაკაცი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღმოაჩნდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-ში აცხადებენ რომ - "გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მიხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს."

ნახეთ რას აცხადებს კლინიკის ექიმი. ავტოსაგზაო შემთხვევის კადრებს "ქვემო ქართლის ტელეკომპანია" ავრცელებს. ნახეთ ვიდეო.