სხვადასხვა საინტერესო აქტივობები პარკში (ვიდეო)

2017-09-24 22:31:12

რუსთავის ცენტრალურ პარკში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. პროექტის განხოციელება გაეროს ორგანიზებით და რუსთავის მერიის დახმარები შედგა. გაიმართა კონკურსები ახალგაზრდებისთვის, სკეიტბორდინგი, როლიკებით სრიალი, ცეკვის კონკურსი, ბავშვებისთვის ზღაპრების კითხვა, იყო სოციალური კაფე. პარკს სტუმრობდნენ გარდენიეს წარმომადგენლებიც, რომლებმაც სტუმრებს აუხსნეს თუ როგორ უნდა მოხდეს ყვავილების მოვლა, ბავშვებს შეეძლოთ ყვავილების ქოთნები მოეხატათ და სახლში წაეღოთ. გაეროს პროექტების კოორდინატორი რუსთავის მერიაში, რეზო ბარბაქაძე - "როდესაც ქალაქში ხდება გაეროს კეთილი ნების ელჩების წარდგენა და პარალელურად იმართება გაეროს ანსამბლეა ეს უკვე ნიშნავს იმას რომ ქალაქი რუსთავი არის მსოფლიო რუკაზე საინტერესო ქალაქი. იმედი გვაქვს რომ ეს ღონისძიება არ იქნება ერთჯერადი. ჩვენ გვაქვს რამდენიმე პროგრამა რომელსაც ვიწყებთ გაეროს განვითარების ფონდთან ერთად. ამ პროექტების განხორციელების შემდეგ რუსთავი იქნება ინოვაციური და კიდევ უფრო მიმზიდველი ქალაქი."

კონცერტის დაწყებამდე გაეროს ელჩმა საქართველოში ნილ სკოტმა გაეროს კეთილი ნების ელჩები დაასახელა, ესენი არიან: ნინო სუხიშვილი, გელა ჩარკვიანი და ემა ხეცურიანი. ოფიციალური ნაწილის შემდეგ კონცერტი დაიწყო, რომელშიც მონაწილეობდნენ: სუხიშვილები, იოანე არაბული და 33ა. ნახეთ ვიდეო.