ბრიჯსთოუნი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე

2017-09-24 15:38:22

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი 2017-ის“ მეთორმეტე წრიული რბოლა გაიმართა. რბოლაში ავტომობილების 3 სხვადასხვა კლასი მონაწილეობდა: ფორმულა ალფა, ლეგენდა ქარს და კომპაქტ კლასი. ღონისძიებას „თეგეტა მოტორსის“ პარტნიორი კომპანიების Bridgestone, Motul და Bosch-ის წარმომადგენლები იაპონიიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან ესწრებოდნენ. შეჯიბრი საავტომობილო სპორტის ფედერაციის სპორტული რეგულაციის მიხედვით და შსს-ს - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ მხარდაჭერით გაიმართა. „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის“ საპრიზო ფონდი 12000 ლარს შეადგენდა, რომელიც სამივე კლასის გამარჯვებულ ავტომრბოლელებს შორის გადანაწილდა. "ლეგენდა ქარსის" კლასის გამარჯვებული შოთა აფხაზავა გახდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები, შესაბამისად, არჩილ ბიძინაშვილმა და გიორგი ბეჟიტაშვილმა დაიკავეს.