"მოდუსის" შენობას რეაბილიტაცია უტარდება (ფოტო)

2017-08-16 17:55:03

რუსთავის პროფესიული კოლეჯი „მოდუსის“ შენობას რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოები ივლისის თვეში დაიწყო. რეაბილიტაციის ფარგელებში შენობა სრულად განახლდება. კეთილმოეწყობა აუდიტორიები, დერეფნები და სველი წერტილები. „მოდუსის“ წარმომადგენლების განცხადებით, რეაბილიტირებული შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. ობიექტის რეაბილიტაციის დასრულება წელიწად ნახევარში იგეგმება.

შენობაში მიმდინარე სამუშაოების მიუხედავად, „მოდუსში“ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება. კოლეჯის წარმომადგენლების განცხადებით, სტუდენტები ალტერნატიულ ფართში გადანაწილდებიან.