სუს-მა საჯარო მოხელეები დააკავა (ვიდეო)

2017-07-21 17:13:11

სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციულმა სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ რუსთავის მერის წარმომადგენელი აკაკი წერეთელი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატოს ყოფილი სპეციალისტი - გიორგი ნარიმანიძე. როგორც სუს-ში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბირფინგზე განაცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეს ქ. რუსთავში მის მიერვე შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6008 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვის აღებაში დახმარებას დაჰპირდნენ და სანაცვლოს ქრთამის სახით 15000 აშშ დოლარი მოითხოვეს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ქალაქ რუსთავის მერის წარმომადგენელი აკაკი წერეთელი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტი გიორგი ნარიმანიძე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეს ქ. რუსთავში მათ მიერვე შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6008 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვის აღებაში დახმარებას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოითხოვეს 15 000 აშშ დოლარის გადახდა.

ბრალდებულებმა აღნიშნულ მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 7000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. ქრთამის სახით გადაცემული თანხა - 7000 აშშ დოლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, - განაცხადეს სუს-ში. ნახეთ ვიდეო.