ავარია მეგობრობის გამზირზე (ვიდეო)

2017-06-15 22:51:58

ავტოსაგზაო შემთხვევა მეგობრობის გამზირზე დაახლოებით 22 საათზე მოხდა. ერთმანეთს 2 "ბე ემ ვე"-ს მარკის და 1 "ფორდი"-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, საპატრულო პოლიციის და სამაშველო დახმარების ეკიპაჟები. არსებული ინფორმაციით ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, 2 ქალი და 1 მამაკაცი. საბედნიეროდ დაშავებას გადაურჩა ავტომობილში მყოფი მცირეწლოვანი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, გავრცელებული ინფორმაციით მათ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვები არ მიუღიათ. ნახეთ ვიდეო.