რუსთავში ძლიერმა სეტყვამ 5000-ზე მეტი მანქანა დააზიანა (ვიდეო)

2017-06-11 19:51:47

გუშინ რუსთავში მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად 5000-ზე მეტი ავტომობილი დაზიანდა. "ინფო რუსთავი" დაინტერესდა რა მდგომარეობაა რუსთავის ავტობაზრობაზე. დილერები ჩვენთან ინტერვიუში აცხადებენ რომ ბაზრობაზე მანქანების 90% დაისეტყვა. დაზიანდა მანქანის თუნუქი, საქარე მინები, პლასტმასის დეტალები და ფარები. მათი თქმით თითქმის ყველა მანქანა შესაღებია და გასაკეთებელია.

დღეს ავტო-პროფილაქტიკებში თუნუქის ხელოსნებთან საკმაოდ დიდი რიგი იდგა. რა დაუჯდება ავტომობილის მფლობელს თუნუქის შეკეთება, როგორი იქნება და რა ვადაში მოხერხდება მისი დამუშავება ნახეთ ვიდეო.