ავარია მაგისტრალზე (ვიდეო)

2017-05-30 12:39:53

ავარია რუსთავი-თბილისის ავტობანის პირველ მონაკვეთზე. ერთმანეთს „ბეემვე“-სა და „სუზუკის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად, სუზუკის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და განათების ბოძს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით „ბეემვეს“ მანქანას, 20 წლის ფეხმძიმე ქალბატონი მართავდა, რომლიც ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავდა სუზუკის მარკის ავტომობილის მძღოლიც, მას სხეულსა და თავის არეში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს, ნახეთ ვიდეო.