ავარიას 2 რუსთაველი ახალგაზრდა ემსხვერპლა (ფოტო/ვიდეო)

2017-05-04 11:00:56

გონიოში მომხდარ ავარიას, ორი 35 წლამდე, რუსთაველი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერთ-ერთ მათგანს შვილი ახლახანს შეეძინა და გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცები საბავშვო ეტლისა და სხვა საჭირო ნივთების შესაძენად, თურქეთის საზღვარზე იყვნენ გადასულები.

შემთხვევა დილის 8 საათზე მოხდა, სარფი-გონიოს გზატკეცილზე, სასტუმრო "თემოსთან" ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად "ოპელის" მარკის ავტომობილში მჯდარი ორი მგზავრი ადგილზევე გარდაიცვალა. "მერსედესის" მარკის ავტომობილში მყოფი მძღოლი კი გადაყვანილია საავადმყოფოში. თვითმხილველების განცხადებით, "მერსედესის" მარკის ავტომობილი 140 კმ.სთ. სიჩქარით მოდიოდა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და "ოპელს" შეეჯახა. გარვრცელებული ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის ავტომობილს თურქეთის მოქალაქე მართავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ავარიის ამსახველ კადრებს აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ნახეთ ვიდეო.