არის თუ არა ცრუ შეტყობინების ავტორი #3 სკოლის მოსწავლე

2017-04-25 11:42:58

რუსთავის #3 საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. სკოლის დირექტორის განცხადებით, ამ დროისთვის უცნობია იყო თუ არა ცრუ შეტობინების ავტორი, სკოლის მოსწავლე.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 370 მუხლითი მიმდინარეობს, რაც ცრუ ინფორმაციის გავრცელებას გულისხმობს. ქმედება, 500 ლარამდე ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით ამ დროისთვის საქმეზე სასაგამოძიებო ქმედებები მიმდინარეობს.