დატბორილი ქუჩა

2017-04-24 16:37:11

მაჩაბლის ქუჩა დატბორილია. აღნიშნული პრობლემის მოგვარების თხოვნით „ინფო რუსთავს“ ადგილობრივი მაცხოვრებლები დაუკავშირდნენ. მათი განცხადებით, ერთ-ერთ ეზოში სასმელი წყლის ჭის დაზიანების გამო, დატბორილია მთელი ქუჩა. „ინფო რუსთავი „რუსთავის წყალს“ დაუაკავშირდა. ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, კომპანიის თანამშრომლები სიტუაციაში გასარკვევად ადგილზე გავიდნენ. ამ წუთებში სასმელი წყლის დაზიანებული ჭის შეკეთება მიმდინარეობს. კომპანიის თანამშრომლების განცხადებით, ადგილობრივი მაცხოვრებლების პრობლემა დღის ბოლომდე მოგვარდება.