#3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალ განახლდება.

2017-04-24 15:31:25

რუსთავის #3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალ განახლდება. შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, შენობაში ბომბი არ აღმოჩნდა.

სკოლის ევაკუაცია,112-ზე შესული ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, დღეს დილით განხორციელდა. შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ სკოლის შენობაში ბომბი იყო.