ძლიერმა ქარმა ათამდე სახლს სახურავი გადახადა (ვიდეო).

2017-04-22 15:33:20

ძლიერი ქარის გამო რუსთავს გარკვეული ზიანი უკვე მიადგა. ქალაქის სხვადსხვა მისამართზე , ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ ბინებს სახურავები გადახადა. განსაკუთრებული ზიანი მიადგა დავით გარეჯის, ბათუმის, ჯავახიშვილის, ახმეტელისა და პირველი მაისის ქუჩებს. წაქცეულია ხეებიც. ძლიერი ქარის გამო დაზიანდა რუსთავის ფოლადის სტადიონის ტრიბუნის სახურავი. ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები პრობლემებს ადგილზე ეცნობიან. მათი განცხადებით, ძლიერი ქარისგან მიყენებული ზარალის ოდენობა, უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი.

ნახეთ ვიდეო.