ზრუნვის გარეშე დარჩენილ გარდაცვლილებს ადგილობრივი თვითმმართველობა დაკრძალავს.

2017-03-23 14:48:24

ქალაქის ტერიტორიაზე  გარდაცვლილი პირების დაკრძალვის ხარჯებს, რომლების ინდენტიფიცირებაც ხდება, თუმცა არ ჰყავთ ოჯახის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობა დაფარავს. ინიციატივა დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გაჟღერდა. სოციალური სამსახურის ხელმძღვნელი ნინო ქვირიას განმარტებით, ამ დრომდე თვითმმართველობა მხოლოდ იმ მიცვალებულების დაკრძალვის ხარჯებს ფარავდა, რომელთა ინდენტიფიცირებაც ვერ ხდებოდა და მათ არ ჰყავდათ ოჯახის წევრები და მზრუნველი.  თითოეული დაღუპულის დაკრძალვისთვის ადგილობრივი თვითმმართველობა 150 ლარს გამოყოფს.