ყირგიზეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა (ფოტოები).

2017-01-16 13:29:02

ყირგიზეთში მომხდარ სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 40-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ბოინგ 747" ჰონგ კონგი-ბიშკეკის რეისის შესრულებისას ჩამოვარდა. თვითმფრინავი დასაფრენად ემზადებოდა, როდესაც დასახლებულ პუნქტს დაეცა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დანგრეულია 15-მდე საცხოვრებელი სახლი.