მაია ასათიანის შვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

2017-02-23 23:05:56

ცნობილი ტელე წამყვანის მაია ასათიანის შვილი 18 წლის ნუცა დღეს საფრანგეთში გარდაიცვალა. მოზარდი მენინგოკური ინფექციის გამო საფრანგეთის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. ინფორმაცია გარდაცვალების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

დღეს ეთერში მაია ასათიანის გადაცემა "პროფილი" უნდა ყოფილიყო, თუმცა აღნიშნული ფაქტის გამო ტელეკომპანია რუსთავი2-მა გადაცემა ეთერიდან ამოიღო.