ქალაქების ბრენდინგი - ფოტოები.

2017-02-17 22:13:29

სალომე თოხვაძე: - “დავამთავრე სამხატვრო აკადემია, კოსტიუმების მხატვრობის მიმართულებით. ვმუშაობდი სარეკლამო კომპანიაში კოსტიუმების მხატვრად და შემდგომ პროდიუსერად, პარალელურად, სხვადასხვა მიმართულებებში ვერკვეოდი. მიყვარს ხატვა, მუსიკა, ლაშქრობა, გართობა, შემოქმედებითი გარემო და სივრცე, – ყველაფერი, რაც განსხვავებულია, შემოქმედებითი და ინსპირაციული, რაც მაძლევს საშუალებას გავცდე საზღვრებსა და ჩარჩოებს.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადავწყვიტე საქართველოს ქალაქების ბრენდინგის ამგვარი წარმოჩენა: ზოგადად, ძალიან მიყვარს საქართველო, ვფიქრობ, ულამაზესი ქვეყანაა, ძალიან მიყვარს მთა-მთა თუ ბარ-ბარ ხეტიალი. სტატია ვნახე მარკეტერზე მსგავსი თემის მსოფლიო ქალაქებთან მიმართებაში და ჩემთვის ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება ჰქონდეს ჩვენ ქვეყანასაც?! საერთოდ არ ვთვლი, რომ თუშეთსა თუ სვანეთზე ლამაზია თუნდაც პარიზი (თუმცა, მას კიდე თავის ხიბლი აქვს) ძალიან უცბად, პრინციპში, ბევრი არც მიფიქრია, რაც პირველი მომივიდა თავში, ავდექი და გავაკეთე. მგონი რაღაც გამოვიდა.”

წყარო: www.marketer.ge