წერილი თვითმკვლელობამდე

2018-08-20 00:04:39

ნატა ბოლქვაძე - "დედი! ჩემო კარგო, მინდა აქედანვე ბოდიში მოგიხადო იმაზე, რაც გავაკეთე...
არასდროს გიჯერებდი არაფერში, ყოველთვის ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც მე მინდოდა... ეს დღეები რა გამოვიარე იმას ვერავინ ვერ გაიგებს დედა. აი შენ კი ვერ გამიგებ ვიცი. საკუთარი ხელით დავიღუპე თავი, მაგრამ ვერაფერს შევცვლი. შენგან იმ სიტყვების მოსმენას- რომ გრცხვენია შენი შვილი რომ ვარ, მირჩევნია მოვკვდე. ასე სიცოცხლე აღარ შემიძლია, დავიღალე, მინდა იმ ავადმყოფს მოვშორდე.

ვიცი, ჯოჯოხეთი არ ამცდება. მაგრამ, მირჩევნია, ეშმაკებმა დამიგლიჯონ სული, ვიდრე ცოცხალი ვიყო და ისე ვიტანჯო. გთხოვ, მაპატიე. მაპატიე, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ და არა შენზე. გთხოვ, ნუ მიტირებ. მე შენი ერთი ცრემლის ღირსიც არა ვარ. მერწმუნე, ასე უკეთესია. მე რომ თქვენს ცხოვრებაში აღარ ვიქნები. დრო გავა და შენი ტკივილიც შემსუბუქდება. არ გეგონოს, რომ ეს დასასრულია. პირიქით, ეს დასაწყისია ცხოვრების, ცხოვრების, რომელშიც მე არ ვიქნები.

გახსოვდეს დე! ყველაზე მეტად მიყვარხარ და სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. გევედრები, მაპატიე ჩემი ეს საქციელი და გახსოვდეს, რომ ძალიან მიყვარხარ. ილოცე ჩემი სულისთვის.
მშვიდობით..."

16 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, პოლიციამ აღნიშნულ საქმეზე 22 წლის მამაკაცი დააკავა.