რა მოხდა სოფელ ღვანკითში
2018-08-07 00:08:44
სიაში

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში 68 წლის ქალმა ქელეხი გადაიხადა, არასწორია. სოფელ ღვანკითის მკვიდრი მერიკო კუბლაშვილი ამბობს, რომ მას სადღესასწაულო სუფრა ჰქონდა და ტორტი ნათესავებმა მიართვეს.

"სოცოცხლეში ქელეხი რატომ უნდა გადამეხადა, ძალიან ბევრი პატრონი მყავს. ასეთი ტყუილის დაწერა როგორ შეიძლება. ნათესავებმა მომიტანეს ტორტი და შევკრიბე მეზობლები, ახლობლები," - ამბობს მერიკო კუბლაშვილი.

მისი მეზობელი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ყვება, რომ სუფრა ნამდვილად იყო, თუმცა სადღესასწაულო: "მე პირადადაც ვიყავი დაპატიჟებული, მაგრამ ვერ მოვახერხე წასვლა. ჩემი ახლობლები იყვნენ. ის რაც დაიწერა, არის სამარცხვინო ტყუილი. დაოჯახებული არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი პატრონი ყავს. როგორ შეიძლება ასეთი ინფორმაციის გავრცელება, რომ ქელეხი გადაიხადა. ამ ადამიანზე არავინ იფიქრა, როგორ შეიძლებოდა ტკენოდა გული".