იცნობს თუ არა მამუკა ბახტაძე ივანიშვილის შვილებს

2018-04-18 14:46:23

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ის ბიძინა ივანიშვილის შვილებს არ იცნობს. ამის შესახებ მან თავის პირად გვერდზე Facebook Live- ში განაცხადა.

ეს ადამიანი ეწევა იაფასიანი სიცრუის ტირაჟირებას, მაგრამ იმდენად ინტენსიურად აკეთებს ამას, რომ თვითონაც დაიჯერა ეს იაფფასიანი ჭორები. ცნობისთვის ივანიშვილის არცერთ შვილს არ ვიცნობ. მე ზოგადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იმ ინიციატივების შემდეგ რაც გავაჟღერეთ, გარკვეული ჯგუფები ეცადნენ გადაეფარათ აქტივობები, იაფფასიანი ჭორებით”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის მომავალი სიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია.

 

ავტორი: ირმა კურტანიძე