ხეების დარგვის დროს, იმის გამო რომ მცენარემ გაიხაროს, პატარები უმღერიან. ჭყონდიდიელის დასახლებაში, №41 საბავშვო ბაღის ეზოში გამწვანების აქცია გუშინ გამიართა. აქციის ფარგლებში ნეკერჩხლის 40 ნერგი დაირგო. ხეების დარგვაში მონაწილეობა რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ ბაგა-ბაღის აღსაზრდელებთან ერთად მიიღო. ნახეთ ვიდეო.