Facebook-ს სახის ამოცნობის სისტემა დაემატა
2018-02-26 13:00:13
სიაში

Facebook-ს სახის ამოცნობის სისტემა დაემატა.

სიახლე ქსელში გაშვებულ ნებისმიერ ფოტოსა და ვიდეოში მომხმარებლის სახის ამოცნობას გულისხმობს.

Facebook-ი მომხმარებელს შეტყობინებას გაუგზავნის იმის შესახებ, რომ მისი ფოტო ვიღაცამ ატვირთა, იმ შემთხვევაშიც თუ ის ფოტოზე მონიშნული არაა. 
მომხმარებელს კი შეეძლება ფოტოზე თავი მოინიშნოს, ისე დატოვის, ფოტოს ავტორს მისი წაშლა სთხოვოს ან დაარეპორტოს.

აღსანიშნავია, რომ პირი საკუთარი თავის ამოცნობის შესახებ შეტყობინაბას იმ შემთხვევაში მიიღებს თუ ფოტო საჯარო იქნება.

Facebook-ის სახის ამოცნობის სისტემის მთავარ მიზანს თვითმარქვია პროფილებთან ბრძოლა წარმოადგენს. 

იმისთვის, რომ სახის ამოცნობის ფუნქცია ჩაირთოს თქვენს გვერდზე შემდეგ ნაბიჯებს უნდა მიჰყვეთ: Settings > Account Settings > Face Recognition > Do you want Facebook to be able to recognize you in photos and videos? YES

 

 

 

 

 

 

ავტორი: ირმა კურტანიძე