თბილისი უსაფრთხო ქალაქების რეიტინგში მე-19 პოზიციაზეა

2017-04-23 17:43:47

თბილისი მსოფლიოს უსაფრთხო ქალაქების ოცეულში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა - Tne National ავრცელებს. რეიტინგი პორტალმა Numbeo.com-მა შეადგინა. რეიტინგში ადგილს ქალაქში კრიმინალის დონე განსაზღვრავს. უსაფრთხოდ მიჩნეულია ქალაქი, რომლის კრიმინალის მაჩვენებელი 20 ქულას არ აღემატება. ამ კრიტერიუმის მიხედვით ყველაზე უსაფრთხო ქალაქი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი - აბუ-დაბია 15.51 ქულით, ხოლო ყველაზე სახიფათო - ვენესუელას დედაქალაქი კარაკასი, რომლის კრიმინალის ინდექსი 80 ქულაა. თბილისი კი 19.96 ქულით მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქებს შორის მე-19 ადგილს იკავებს. ოცეულში ასევე მოხვდნენ: დრეზდენი, ტოკიო, ბარლინგტონი, სინგაპური, ჰაიდელბერგი, ბაზელი, ტაიპეი, მიუნხენი და სხვა.