რა იყო და რა აღარ არის რუსთავში [photo]

2019-03-31 00:39:01

დრო გადის და ირგვლივ ყველაფერი იცვლება. ძველი ნაგებობების ადგილზე ან ნანგრებევი რჩება და ბალახი ამოდის ან ახალი თანამედროვე შენობობები შენდება.

ქალაქი და მისი საჭიროებები, საზოგადოების მოთხოვნა და უფუნქციოდ დარჩენილი შენობები. რუსთავის განვითარება რომელმაც ზოგი ნაგებობა მთლიანად წაშალა ამ ისედაც პატარა ისტორიის მქონე ქალაქის იერსახიდან. ნოსტალგიები და მოგონებები, ხალხი რომელიც ამ შენობებში მუშაობდა თუ იღებდა მომსახურებას. დღეს რუსთაველებისგან უყურადღებოდ დარჩენილი შენობების დიდ ნაწილზე უბრალოდ მინდორია.

"ინფო რუსთავი" კვირის ფოტორეპორტაჟში წარმოგიდგენთ 15 შენობას რომელიც დღეს აღარ არის ან დანგრეულია.

წლების წინ, რუსთავში, ფუნქციონირებდა კინოთეატრი "ოქტომბერი" და "მერცხალი", ეშმაკის ბორბალი, ზოოპარკი, ქიმიკოსთა საცურაო აუზი, სპორტული სკოლა, სანატორიუმი, ბავშვთა საავადმყოფო, მცირე კაშხალი, აბანოები, შადრევანი მეგობრობის გამზირზე, ერთერთი დიდი ბენზინგასამართი სადგური თბილისის ქუჩაზე, რუსთავის შემოსასვლელში არსებული ავტო სადგური და ცხენების სკულპტურა.

ნახეთ ფოტოები, თუ რა ვითარებაა, ახლა ამ ტერიტორიებზე.

ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები