მილიონერი პარლამენტარების სია.

2017-02-20 12:45:50

მონიტორინგის ცენტრმა „მედიატორი“ და ორგანიზაცია „ახალმა საქართველომ“ ახალი კვლევის შედეგები წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც,  „ქართული ოცნებდან“ 37 დეპუტატი მილიონერია, ოპოზიციიდან - 4, მთავრობაში კი ექვსი მილიონერი მინისტრია.  კვლევის შედეგად ირკვევა, რომ მმართველი პარტიის 115 დეპუტატიდან 37 მილიონერია, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი უძრავ-მოძრავი ქონება 1 მილიონ ლარს აჭარბებს. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, დეკლარაციების მიხედვით, საქართველოს მთავრობაში ექვსი მილიონერი მინისტრია. „მედიატორის“ წარმომადგენლის სოფო მუზაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყოველი მესამე დეპუტატი დეკლარირებული მილიონერია.

წარმოგიდგენთ „მედიატორის“ კვლევის მიხედვით,  მილიონერ პოლიტიკოსებს:

„ქართული ოცნების“ დეპუტატები:

შოთა შალელაშვილი 34.907.760 ლარი

იოსებ მაკრახიძე 12.733.919 ლარი

ბექა ოდიშარია 12.414.270 ლარი

ლევან კობიაშვილი 9.829.530 ლარი

კობა ნარჩემაშვილი 7.672.000 ლარი

ელგუჯა გოცირიძე 6.057.100 ლარი

ივლიანე წულაია 5.940.000 ლარი

კახაბერ ოქრიაშვილი 5.940.000 ლარი

გოჩა ენუქიძე 5.181.800 ლარი

მახირ დარზიევი 4.771.600 ლარი

დავით ჭიჭინაძე 4.248.800 ლარი

თამაზ ნავერიანი 3.982.500 ლარი

პაატა კვიჟინაძე 3.696.300 ლარი

რევაზ არველაძე 3.560.916 ლარი

გრიგოლ მიქელაძე 3.175.940 ლარი

გოდერძი ჩანქსელიანი 2.835.000 ლარი

ზაქარია ქუცნაშვილი 2.762.100 ლარი

ლერი ხაბელოვი 2.543.750 ლარი

ირაკლი კოვზანაძე 2.491.190 ლარი

სიმონ ნოზაძე 2.443.500 ლარი

ვიქტორ ჯაფარიძე 2.296.700 ლარი

ირაკლი ხახუბია 2.183.100 ლარი

ისკო დასენი 2.150.060 ლარი

ნინო წილოსანი 2.074.207 ლარი

კობა კობალაძე 1.949.400 ლარი

დავით სონღულაშვილი 1.922.400 ლარი

მერაბ ქვარაია 1.903.716 ლარი

გიორგი კახიანი 1.855.116 ლარი

ლევან კობერიძე 1.709.900 ლარი

გელა სამხარაული 1.550.680 ლარი

ირაკლი აბუსერიძე 1.400.000 ლარი

ოთარ დანელია 1.359.450 ლარი

ზაზა ხუციშვილი 1.325.160 ლარი

სამველ მანუკიანი 1.270.150 ლარი

აკაკი ზოიძე 1.100.203 ლარი

გიორგი ბეგაძე 1.024.920 ლარი

დეპუტატები ოპოზიციური პარტიებიდან:

კობა ნაყოფია - 8.033.500 ლარი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი)

სერგო რატიანი - 1.560.900 ლარი (ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი)

აკაკი ბობოხიძე - 1.219.450 ლარი (ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი)

მთავრობის მინისტრები, უძრავ-მოძრავი ქონება 1 მილიონ ლარს აჭარბებს:

კახა კალაძე - 36.604.500 ლარი

ტარიელ ხეჩიკაშვილი - 11.253.000 ლარი

ქეთევან ციხელაშვილი - 9.748.000 ლარი

გიორგი გახარია - 5.019.000 ლარი

ზურაბ ალავიძე - 2.442.000 ლარი

დიმიტრი ქუმსიშვილი - 1.965.000 ლარი.

"უძრავი ქონების შეფასებისას გამოყენებულია საბაზრო ღირებულება - იმ შემთხვევისთვის, როცა თავად დეკლარანტს ფასი მითითებული არ ჰქონდა. შესაბამისად, რიცხვების 100%-იან სიზუსტეზე პრეტენზია ვერ გვექნება"- განმარტა "მედიატორის" წარმომადგენელმა, სოფო მუზაშვილმა.

საკითხთან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატს, გიორგი ბეგაძეს დაუკავშირდა, როგორც ბეგაძემ აღნიშნა ის ფლობს გარკვეულ უძრავ ქონებას, თუმცა მილიონერობის ფაქტს უარყოფს. " თუ ვინმეს ჩემი ქონების ნახვა სურს, შეუძლია ნახოს შევსებული ქონებრივი დეკლარაცია"- განაცხადა დეპუტატმა.