საქართველომ გერმანია დაამარცხა.

2017-02-19 17:38:36

რუსთავის სარაგბო სტადიონზე "რაგბის ევროპის ჩემპიონატი" გაიმართა, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდა. საქართველოს და გერმანიის მორაგბეთა ნაკრებები  ერთმანეთს უკვე მეექვსედ დაუპირისპირდნენ და ექვსივეჯერ "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს. ქართველმა მორაგბეებმა გერმანელები ანგარიშით 50:6 დაამარცხეს. "ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი ანგარიშით 21:6 მოიგეს. მე-3 წუთზე გიორგი კოშაძემ ლელო დადო. მერაბ კვირიკაშვილმა უპრობლემოდ გარდასახა - 7:0.
მე-8 წუთზე სტუმრებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და სხვაობა შეამცირეს - 7:3.
მე-17 წუთზე ამჯერად უკვე ლელო გიორგი ფრუიძემ მიითვალა. კვირიკაშვილმა საკმაოდ მახვილი კუთხიდან გარდასახა და ანგარიში 14:3 გახდა.
28-ე წუთზე გერმანელებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს - 14:6. 29-ე წუთზე კი კოშაძემ  მეორე ლელო მიითვალა, რასაც კვირიკაშვილმა ზუსტი გარდასახვა მიაყოლა - 21:6.
საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მოედანზე ახალბედებიც გამოსცადა.
გერმანიის ნაკრებთან მატჩი გამორჩეული იყო იმითაც, რომ მეასე სანაკრებო კეპი მერაბ კვირიკაშვილიმა მიითვალა. საქართველოს საუკეთესო მექულე "ბორჯღალოსანთა" 29-წლიან ისტორიაში პირველი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 43-ე "ცენტურიონი" გახდა